Thursday, 23 November 2017 , 04:30:55

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

სპექტროგრამა

თმის სპექტრალური ანალიზი მიკროელემენტებზე --

ეს არის ადამიანის მინერალური პროფილის გამოკვლევა თმაში მიკროელემენტების  არსებობისა და მათი კონცენტრაციის შესახებ.  თმას შეუძლია თავისი ზრდის მთელი პერიოდის განმავლობაში დააგროვოს ინფორმაცია ორგანიზმის მინერალური ცვლის შესახებ, ანუ აირეკლავს ორგანიზმის მინერალურ დეფიციტს ან მეტობას.   ამ გამოკვლევის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს მიდრეკილება სხვადასხვა დაავადებებისადმი, მათი პროფილაქტიკა და მკურნალობა.

თმის ფოლიკული(ძირი) არ იკვებება გარემოდან, მისი „საშენი“ მასალა(საკვები) მას მიეწოდება ორგანიზმიდან სისხლის საშუალებით და ლაგდება თმის ღერში. ამიტომ ადამიანის თმაში  მინერალური შენაერთების სახით ხდება მინერალების დეფიციტის, მძიმე ტოქსიური ელემენტებით დაბინძურების ან ნივთიერებათა ცვლის ინფორმაციის   “ ჩაწერა“ .

სპექტროგრამის საშუალებით შესაძლებელია მენდელეევის სისტემის 20-40 მიკროელემენტის რაოდენობის განსაზღვრა.

mikroelementi

ამ გამოკვლევის უპირატესობებია:  

არაინვაზიურობა და არატრამვატიულობა, 

მასალის ინფორმატიულობა, 

მაღალი დიაგნოსტიკური შესაძლებლობები.

მინერალები  შედის   ორგანული ნივთიერებების  შემადგენლობაში   და ორგანიზმს მიეწოდება, საკვებთან, სასამელ წყალთან, ზოგჯერ ინჰალაციის     საშუალებით.  თუ ორგანიზმი არ ღებულობს  მათ საკმარისი   რაოდენობით, ან ვერ ხდება მათი შეწოვა-შეთვისება, ან პირიქით, ტოქსიური ელემენტების გამოძევება, მაშინ ორგანოების ფუნქციები ირღვევა და ადამიანი ავადდება სხვადასხვა დაავადებებით.

სპექტროგრამის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ კვების ხასიათზე, გარემო პირობების, მავნე ჩვევების, პროფესიული ფაქტორების მოქმედების, თირკმელების, ღვიძლის,საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული სისტემების შესახებ. ის  გვეხმარება იმუნოდეფიციტის, შაქრიანი დიაბეტის, ფარისებური ჯირკვლის, ათეროსკლეროზის, ოსტეოპოროზის, დისბაქტერიოზის და რა თქმა უნდა თმის და ფრჩხილების დაზიანების დიაგნოსტიკას,პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.

ტრიქოლოგიაში თმის სპექტრალური ანალიზი არის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საფუძველი.

 სპექტროგრამის ჩატარება ნაჩვენებია: თმის ცვენის, ცუდი ზრდის, სტრუქტურის და ბზინვარების შეცვლის შემთხვევაში. ამავე დროს მინერალური სპექტრის დადგენა სასურველია მოზარდებისათვის მათი ინტენსიური ზრდის პერიოდში,ორსულებისათვის, მეძუძური დედებისათვის,  ხშირად მოავადე,  მომატებული ემოციური და ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანებისათვის.

სპექტროგარმა  უნდა ჩაიტარონ ადამიანებმა, რომლებიც იკვებებიან მხოლოდ მცენარეული საკვებით,  ეკოლოგიურად არახელსაყრელ პირობებში მცხოვრებლებმა, პაციენტებმა, რომლებიც ხანგრძლივად ღებულობენ მედიკამენტებს.

ამ ანალიზით განისაზღვრება ორგანიზმის მიდრეკილება ზოგიერთი  მინერალების დისბალანსით  ან  მათი  ტოქსიური მოქმედებით განპირობებული დაავადებებისადმი,  ტარდება მათი პროფილაქტიკა და მკურნალობა.

შემდეგ «მკურნალობა»