ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2012 , 07:34:10

საიტზე ძიება

თმის ტრანსპლანტაციის "სტრიპ" მეთოდითმის ტრანსპლანტაციის "სტრიპ" მეთოდი

თმის ტრანსპლანტაციის თმის ტრანსპლანტაციის“ სტრიპ“ მეთოდი

ალოპეციის ტერმინალური სტადიების სამკურნალოდ მიზანშეწონილია თმის აუტოტრანსპლანტაციის „სტრიპ მეთოდის“ გამოყენება, როდესაც თმის ფოლიკულების შემცველი კანის „ზონრის „ ამოღება ხდება კეფის მიდამოდან მისი შემდგომი დამუშავება-დაყოფით ფოლიკულების გაერთიანებამდე-გარფტებამდე და შემდეგ სარეციპიენტო არეში ჩანერგვა.

„სტრიპ“ მეთოდი გამოიყენება დიდი რაოდენობით გრაფტების გადანერგვის საჭიროების შემთხვევაში. როგორც ტრანსპლანტაციის სხვა სახეები, მიმდინარეობს 3 ეტაპად.

1. სადონორო მასალის მოძიება:

პროცედურამდე მზადდება სადონორო ზონა(კეფის მიდამო). თმა იჭრება ისე, რომ სადონორო მასალის იყოს ამოღება მარტივი. მასალის ამოღების შემდეგ ჭრილობაზე იდება კოსმეტიკური ნაკერი, რომელიც ოპერაციიდან რამოდენიმე თვეში თითქმის მთლიანად დათმიანდება.

გრაფტების დამუშავება მიმდინარეობს სტერეომიკროსკოპების ქვეშ, 8-12 ჯერადი გადიდებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გრაფტების დამუშავების ხარისხს და ამავე დროს ამცირებს დაზიანებული ფოლიკულების რაოდენობას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება პროცედურის შედეგზე.

2. მიკროხვრელების ფორმირება სარეციპიენტო არეში.

მიკროხვრელების ფორმირებისთვის გამოიყენება მიკროქირურგიული შარპოინტები, რომელიც ქმნის იდეალურ ხაზოვან ნაკვეთს თავის კანის დილატაციის გარეშე. აუცილებელია წინასწარ დაიგეგმოს გრაფტების განლაგების ადგილი, იმისათვის რომ შეიქმნას თმის სასურველი სიხშირის ეფექტი.

3. მიკროგრაფტების იმპლანტაცია (გადანერგვა) გამელოტების ზონებში.

თმის ფოლიკულური გაერთიანებების- გრაფტების ტანსპლანტაციის ატრავმატული მეთოდი შემუშავებულია პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ ამერიკული კომპანია “რობინს ინსტრუმენტ”-თან ერთად. იგი მნიშვნელოვნად ამარტივებს თმის გადანერგვის პროცედურას და გამორიცხავს თმის ძირების -ფოლიკულების დაზიანებას, რასაც ადგილი აქვს სხვა კლინიკებში მეტალის ბასრი და წვეტიანი პინცეტების გამოყენებისას.


შემდეგ «"ფუე" მეთოდი»