Thursday, 23 November 2017 , 04:30:42

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

თმის ანატომია


თმა ცოცხალი სუბსტანციაა რომელსაც თვითწარმოქმნის უნარი აქვს.თითეული თმა შედგება ძირისაგან და ღერძისაგან. ძირი ეს არის თმის ნაწილი, რომელიც ღრმად არის კანში მოთავსებული, ხოლო ღერი, თმის ნაწილი რმელსაც ვხედავთ კანის ზედაპირზე (რასაც ჩვენ საკუთრივ თმას ვუწოდებთ).
თმის ღერში განირჩევა სამი კონცენტრული შრე:


1. გარეთა შრე, კუტიკულა, ქერცლოვანი საფარველი შრე.

2. ქერქოვანი შრე ანუ კორტექსი.

3. მედულარული შრე -- ცენტრალური ტვინოვანი ნივთიერება.

თმის ანატომიატვინოვანი ნივთიერება

თმის ღერის ცენტრალური ნაწილი, რომელიც  არის ყველა სახის თმაში. მაგ: ღინღლებში, ტვინოვანი ნივთიერება შევსებულია ჰაერის ბუშტებით, სწორედ ამიტომ თმას გააჩნია გარკვეული თბილი გამტარობის უნარი. თმის ფიზიკური და ქიმიური შემადგენლობის ცვლილებაში მედულა არანაირ როლს არ თამაშობს.

კუტიკულა

კუტიკულა თმის დაცვის შრეა. მას აქვს ბარიერული ფუნქცია. ის შექმნილია 60 გამჭირვალე ერთმანეთის გადამფარავი შრისაგან. ეს შრეები ერთმანეთთან მრავალრიცხოვანი განივი კავშირებითა და ლიპიდური ქვე შრეებით არის შეერთებული. კუტიკულა იცავს თმას ფიზიკური და მექანიკური ზემოქმედებისგან. დაუზიანებელი კუტიკულკა კარგად აირეკლავს სინათლეს. თმა არ ტყდება და ელვარებს.

 ქერქოვანი ნივთიერება - კორტექსი

თმის ძირათადი შემადგენელი ნაწილია (80%-85%). შედგება ერთმანეთთან მყარი განივი კავშირებით.
ამინომჟავების დიდი რაოდენობა უკავშირდება რა ერთმანეთს, ქმნის პოლიპეპტიდურ ჯაჭვს. თმის ღერის აგებულება ელექტრო კაბელის ან კანატის აგებულების მსგავსია. პოლიპეპტიდური ჯაჭვი გადაბმულია ერთმანეთზე და წარმოქმნის ძაფს, ის თავის მხრივ იხრება და ქმნის სუპერსპირალიზებულ სტრუქტურას-პროტოფიბრილს. ამ უკანასკნელის დახვევის შედეგად - მიკროფიბლირა. მიკროფიბლირები ერტიანდებიან და წარმოქმნიან ყველაზე დიდი ბოჭკოს მიკროფიბრილს. ისინი თავის მხრივ ეხვევიან რა ერთმანეთზე ქმნიან ქერქოვქნი შრის ძირითად ბოწკოს.


შემდეგ «თმის სასიცოცხლო ციკლი»