Thursday, 23 November 2017 , 04:34:05

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

თმის გადანერგვის ისტორია

თმის გადანერგვის ისტორიათმის გადანერგვის ისტორია

თმის ტრანსპლანტაციამ მოახდინა რევოლუცია თმის ცვენის პრობ პრობლემის გადაწყვეტაში და სარგებლობს პოპულარობით მსოფლიოში, განსაკუთრებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებში.

თმის ტრანსპლანტაციის უნიკალური მეთოდია-ფოლიკულური მიკროტრანპლანტაცია.

თმის გადანერგვის ისტორია სათავეს იღებს 1939 წელს და დაკავშირებულია იაპონელი ექიმის ოკუდას სახელთან, რომელმაც თავის თმიანი ნაწილის დამწვრობის სამკურნალოდ გამოიყენა კანის მრგვალი კუნძულები, (4მმ დიამეტრით) კეფის ნაწილიდან. გადანერგილი გრაფტებიდან გაიზარდა ნორმალური თმები. თუმცა ოკუდა დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს და მისი გამოკვლევები დავიწყებას მიეცა, 1959 წელს ამერიკელმა დერმატოლოგმა ორენტრიხმა თავიდან "გამოიგონა" თმის გადანერგვა 1952 წელს.  მის მიერ ჩამოყალიბებული "დონორული დომინანტის"  არსი იმაში მდგომარეობს, რომ სადონორო ზონიდან ამოღებულ ფოლიკულებს ისეთივე ანატომიურ–ფიზიოლოგიური თვისებები გააჩნია გადანერგვის შემდეგ სარეციპიენტო ზონაში,  როგორიც  სადონორო   ზონაში. მაგრამ 4მმიანი გრაფტებიდან გაზრდილი თმები არასასურველ კოსმეტიკურ ეფექტს იძლეოდა, ამიტომ     1995-2000წ. ამერიკელი ქირურგი ტრანპლანტოლოგების ბერშტეინისა და როსმანის მიერ დამუშავებული იყო ფოლიკულური გაერთიანებების -გრაფტების ტრანსპლანტაციის თეორია. ამ თეორიის თანახმად, წინა ავტორებისაგან განსხვავებით,  თმის გადანერგვა მიმდინარეობს მხოლოდ ფოლიკულური გაერთიანებების სახით, რომლებიც წარმოადგენენ თმიანი სკალპის მორფო-ფუნქციონალურ ნაწილს და შეიცავენ 1დან 4მდე თმის ძირს. ეს მეთოდი იძლევა საუკეთესო შედეგს და ბუნებრიობის მაქსიმალურ ეფექტს. ფოლიკულური გაერთიანებებით თმის გადანერგვას ფოლიკულური მიკროტრანსპლანტაცია ეწოდება. ჩვენს კლინიკაში, ისევე როგორც მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში, გამოიყენება ფოლიკულური მიკროტრანსპლანტაციის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც უფრო მეტად სრულყოფილი გახდა ბოლო წლებში.

თმის ცვენის პრობლემა აწუხებს მსოფლიოს მამაკაცური და ქალური მოსახლეობის უმეტესობას. მიუხედავად იმისა, რომ მელოტი მამაკაცები არასოდეს ეგუებიან თავის მდგომარეობას ისინი მაინც კარგავენ თანდათან თვითრწმენას და ადრე თუ გვიან უნელდებათ ცხოვრების ინტერესი, რაც, რა თქმა უნდა, აისახება მათ მომავალზე.

შემდეგ «თმის ტრანსპლანტაციის "Strip" მეთოდი»