Thursday, 23 November 2017 , 04:35:56

  • სა. რუკა
  • კონტაქტი

თმის ცვენა

 თმის ცვენა

- ალოპეცია, სამწუხაროდ მწარე ხვედრია მრავალი მამაკაცისა თუ ქალისათვის და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. სტატისტიკური მონაცემებით, მელოტი მამაკაცები 35%-ით ნაკლებად აღწევენ წარმატებებს სამსახურეობრივ ასპარეზზე 64%-ით ნაკლებად-პირად ცხოვრებაში. გასათვალისწინებელია ის, რომ მანდილოსანთა 82% ერიდება ურთიერთობას მელოტ მამაკაცებთან.

თმის ცვენაარსებობს ალოპეციის რამოდენიმე ტიპი, გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით. ყველაზე მეტად გავრცელებეულია ანდროგენული (მამაკაცური ტიპის) თმის ცვენა, რომელსაც ამა თუ იმ ინტენსივობით განიცდის მსოფლიო მამაკაცების მესამედი 20-დან 60-წლამდე.ანდროგენული ალოპეცია გვხვდება ქალებშიც.

ამ ტიპის თმის ცვენის მიზეზები დღეისათვის ზუსტადაა განსაზღვრული. ანდროგენული ალოპეციის განვითარების მიზეზად ითვლება მამაკაცის ჰორმონის ტესტოსტერონის და მისი დერივატების დამაზიანებელი მოქმედება იმ თმის ფოლიკულებზე, რომლებიც განლაგებული არიან შუბლისა და თხემის მიდამოებში (ანდროგენდამოკიდებული ზონა). მათ მიმართ მგრძნობიარე ფოლიკულები თანდათან მცირდებიან ზომაში, გადაინაცვლებენ კანის ზედაპირისაკენ, კარგავენ ჯანმრთელი თმების პროდუცირების უნარს, ატროფირდებიან, საბოლოოდ განიწოვებიან და ჩაენაცვლებიან შემაერთებელი ქსოვილით. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონალური ფონი ყველა მამაკაცს გააჩნია, თმის ცვენა ეწყებათ მხოლოდ გენეტიკურად წინასწარგანწყობილ მამაკაცებს.

საჭურისები არ მელოტდებიან !

ფოლიკულების დაღუპვის პროცესის შეუქცევადობის გამო ანდროგენული ალოპეციის მედიკამენტოზური მკურნალობა არაეფექტურია- თმები ფოლიკულების გარეშე არ იზრდებიან. დღეისათვის ანდროგენული და ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის ერთადერთი ეფექტურ მეთოდად მთელს მსოფლიოში ითვლება ბუნებრივი (საკუთარი) თმის გადანერგვა.

  

  

შემდეგ «ანდროგენული ალოპეცია»