ტრენინგი თმის გადანერგვაში | ჰეალაინი | თმის გადანერგვა

კვალიფიკაციის გრძელვადიანი და დასწრებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები ექიმებისთვის


რას გთავაზობთ?

ჩვენ გთავაზობთ თმის გადანერგვის ტრენინგს საქართველოში ყველაზე მაღალი დონის სწავლებით, თანამედროვე ტექნელოგიებითა და ადაპტირებული სწავლებით.

რატომ ჩვენთან?

"ჰეალაინ ინტერნეიშენალი" და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კლინიკა "ჰეალაინ ინტერნეიშენალის" ბაზაზე ახორციელებს კვალიფიკაციის გრძელვადიან პროგრამას "თეორიული და პრაქტიკული კურსი თმის აღდგენით მედიცინაში" (4 კვირიანი სწავლება) პლასტიკური ქირურგებისთვის და დასწრებული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამას - "კლინიკური ტრიქოლოგიის კურსი" (1 კვირიანი სწავლება) დერმატოლოგებისთვის.

რას ისწავლით?

ორივე პროგრამის ხელმძღვანელი არის პროფესორი თამაზ თამაზაშვილი, რაც განაპირობებს პროგრამის მაღალ დონეს და აკადემიზმს. პროგრამის ფარგლებში მსმენელი არა მარტო ეცნობა, არამედ ეუფლება თმის გადანერგვის ყველა უახლეს მეთოდს FUE(strip): FUE, BHT, LHT (უნაკერო და ნაკერიანი მეთოდებით), DHT, წარბების, წვერის, ულვაშის გადანერგვა, თმის გადანერგვა ნაწიბურებში. ეუფლებიან ტრიქოლოგიის საფუძვლებს სრულყოფილად - თავის კანის თმიანი ნაწილის და თმის დაავადებების, მათ ეტიოლოგია-პათოგენებს, მკურნალობის თეორიულ და პრაქტიკულ მეთოდებს.

სერთიფიკატი

კურსის დამთავრების და ტესტირებული გამოცდის ჩაბარების შემდეგ გაიცემა თსსუ-ს სახელმწიფო სერთიფიკატი, ზ/აღნიშნულ დარგებში სპეციალიზაციის დამადასტურებელი.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ

ჩვენი სტუდენტები ჩვენს შესახებ

საიტის რუკა