კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ბებიაშვილი თმის გადანერგვის დარგში „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის მიღწევებებზე საუბრობს | ჰეალაინი | თმის გადანერგვა
irakli bebiashvili tmis gadanergva bomondi hairline international ირაკლი ბებიაშვილი თმის გადანერგვა ჰეალაინ ინტერნეიშენალ ბომონდი

კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ბებიაშვილი თმის გადანერგვის დარგში „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის მიღწევებებზე საუბრობს

- თმის გადანერგვის დარგში ბოლო მიღწევა - ეს გახლავთ HST მეთოდით თმის გადანერგვა, იგივე ინტელექტუ­ალური მეთოდი, რომლის გამოყენე­ბამაც ამ დარგში ფურორი მოახდინა. ჩვენ თავიდან სკეპტიკურად შევხვდით ამ მეთოდის დოქტრინას, მაგრამ ჩვე­ნი სკეპტიციზმი დაიმსხვრა, - ფაქტი ჯიუტია, გინდ დაიჯერეთ, გინდა არა - შედეგი 100%­-იანია. მეთოდი წარმა­ტებულია. ჩვენ დავნერგეთ ეს მეთოდი და ვიყენებთ წარმატებით.

კლინიკა დაფუძნდა 16 წლის წინ, მისი ერთ­-ერთი დამფუძნებელი გახლავთ პროფ. თ. თამაზაშვილი, რომელიც არა მარტო ამ კლინიკის, არამედ მთლიანად თმის გადანერგვის დარგის ფუძემდებელია საქართველოში (და ამიერკავკასიაშიც). ყველა ექიმი, ვინც დღეს ამ დარგში მოღვაწეობს, მისი აღზრდილია.

თმის გადანერგვა ესთეტიკური მე­დიცინის ერთ­-ერთი მიმართულებაა. FDA­-მ (აშშ­ის საკვებისა და მედიკა­მენტების მაკონტროლებელი სამმარ­თველო) დიდი ხანია თმის ცვენა და­ ავადებების ნუსხაში შეიყვანა, ხოლო Jama facial plastic surgery (იმპაქტ­ ფაქტორის მქონე სამედიცინო ჟურ­ნალი ესთეტიკური მიმართულებით) თავზე არსებულ თმის საფარს განიხი­ლავს როგორც ახალგაზრდობის, მიმ­ზიდველობის, წარმატების და მიღწევე­ბისადმი მიდრეკილების წარმომქმნელ ერთ­-ერთ მთავარ ფაქტორად.

მოკლედ მოგახსენებთ თმის გადანერგ­ვაში „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“­ის წარმა­ტებული მოღვაწეობისა და მიღწევების შესახებ. თმის გადანერგვის პროცედუ­რები მოითხოვს პროფესიონალი ექიმე­ბისა და სხვა მედპერსონალის, - საკმაოდ წარმომადგენლობითი გუნდის კვალი­ფიციურ ერთობლივ შრომას, რომლის დროსაც ყველა მათგანმა წუნგარეშე და ჰარმონიულად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამიტომ მნიშვნელოვანია კლინიკის არსებობის ხანგრძლივობა და პერსონალის გუნდუ­რად მუშაობის გამოცდილება.

თმის გადანერგვის პროცედურები შეიძლება იყოს 2- ან 3­- ეტაპიანი, წუნის დაშვება შესაძლებელია ნებისმიერი ეტაპისას, რისი გამოსწორებაც მხო­ლოდ ახალი პროცედურის ჩატარე­ბითაა შესაძლებელი. ამიტომ წარმა­ტებული შედეგი მულტიფაქტორულია და შევეცდები წარმოვაჩინო ყველა მათგანის მნიშვნელობა.

1. აპრიორ უნდა ავიღოთ, რომ თმის გადანერგვა აბსოლუტურად უმტ­კივნეულოდ მიმდინარეობს, თანაც მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიის ფარგლებში.

2. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თმის სადონორო მარაგი არ არის უსას­რულო, ამიტომაც ტრანსპლანტატის ერთეულის - გრაფტის უდანაკარგოდ მოპოვება წარმატების საწინდარია. ჩვენი კლინიკის არსენალშია სხვადას­ ხვა მეთოდი და ტექნოლოგიები:

უნაკერო (FUE) და ნაკერიანი (FUთ), მოკლე და გრძელი თმის (LHT), თმის შეჭრით და შეჭრის გარეშე (NON SHAVE) , პროგრესული უნაკერო მეთოდით (ADVANCE FUE), ინტელექტუალური მეთოდით (PL-FUT) და ინტელექტუა­ლური აპარატით თმის ფოლიკულების მოპოვება, სადონოროდ სხეულის სხვა ნაწილის თმის გამოყენება - მკერ­დი, მუცელი, წვერი, კიდურები (BHT). მთელ ამიერკავკასიაში ტორზალუ­რი თმის გადანერგვა მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ხორციელდება.

3. მოპოვებულმა გრაფტებმა ექსკორ­პუს უნდა შეინარჩუნონ სიცოცხლი­სუნარიანობა, ამისთვის მათ უნდა შეექმნათ სპეციალური გარემო და პირობები. ჩვენ მიერ შემუშავებულია გრაფტების კონტეინერულ­ პროტექ­ციული მეთოდი, რომელიც იცავს მათ გამოშრობისგან და ზრდის გადანერგი­ლი თმის სიცოცხლიუნარიანობას.

4. შემდეგი ეტაპია სარეციპიენტო ზო­ნის მომზადება სპეციალური მიკრო­ პერფორატორებით, ინსტრუმენტებით და ტექნოლოგიებით. აქაც გადამწყ­ვეტია ოპტიმალური სიხშირით მათი მომზადება კანის მიკროცირკულაცი­ური მონაცემების გათვალისწინებით. მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია ზ/ა ობიექ­ტივიზებული.

5. საბოლოოდ კი (სამეტაპიანი გადა­ნერგვის შემთხვევაში) თმის ფოლიკუ­ლების (გრაფტების) ტრანსპლანტაციაც იუველირული სიზუსტით და წუნგარეშე მანიპულირებით უნდა განხორციელ­დეს, რომ გრაფტებმა სიცოცხლისუ­ნარიანობა მაქსიმალურად შეინარ­ჩუნონ, რაც პროცედურის წარმატების ერთ­-ერთი საწინდარია.

ისევე როგორც 16 წლის წინ, დღესაც "ჰეალაინ ინტერნეიშნლი" პიონერია დარგის განვითარებასა და ინოვაციუ­რი და ყველაზე ეფექტური მეთოდების დანერგვაში.

hairline international tmis gadanergva hairline bomondi estetikuri medicina

საიტის რუკა