რა ღირს თმის გადანერგვა და როგორ ანგარიშდება ფასი? | ჰეალაინი | თმის გადანერგვა
რა ღირს თმის გადანერგვა და როგორ ანგარიშდება ფასი?  tmis gadanergva

რა ღირს თმის გადანერგვა და როგორ ანგარიშდება ფასი?

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ ანგარიშდება და რა ღირს თმის გადანერგვა, რა პრობლემებია მის დაანგარიშებაში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თმის გადანერგვის ფასი, თავისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ფიქსირებული არ არის. ის დამოკიდებულია იმ ფაქტორზე, თუ რა ოდენობით ხდება თმის გადანერგვა. თმის გადანერგვის რაოდენობრივი ერთეულია გრაფტი. იმისთვის რომ გავიგოთ თუ რა ღირს თმის გადანერგვა, უნდა გავიგოთ თუ რამდენი გრაფტია საჭირო გადაინერგოს, ამის შემდგომ კი გრაფტების შესაბამის კალკულაციას მოვახდენთ შესაბამის გადანერგვის მეთოდთან. მაგ: თუ თქვენ გჭირდებათ გადაინერგოთ 1500 გრაფტი და გინდათ გადაინერგოთ უნაკერო მეთოდით, ჩვენს კლინიკაში ეს მეთოდი 2,5₾ ღირს. შესაბამისად 1500x2.5=3,750₾; ამას დაკლებული არსებული ფასდაკლება (ამ მომენტისთვის 50%), რაც გამოდის (თმის გადანერგვა ამ შემთხვევაში ღირს ) 1,875₾. ვინაიდან დაახლოებითი წარმოდგენა შევიქმენით თუ როგორ ანგარიშდება თმის გადანერგვის ფასი, ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ (იხილეთ თმის გადანერგვის ფასების სია)

რა არის გრაფტი და რა მნიშნველობა აქვს მათ რაოდენობას?

გრაფტი, ეს არის თმის გადანერგვის სადონორო ერთეული, რომელიც შეიძლება მოიცავდეს 1-5 თმის ღერს. თმის ღერების ოდენობა გრაფტებში ექიმზე არ არის დამოკიდებული, ეს ინდივიდუალურია ყველა გრაფტისთვის. თმის გადანერგვისას აუცილებელი ფაქტორია გავითვალისწინოთ თუ რა სიხშირე უნდა იქნეს დაცული, რათა საბოლოო შედეგი სასურველი და ამავდროულად ბუნებრივი იყოს (ანუ შეესაბამებოდეს ჩვენს ბუნებრივ თმის სიხშირეს მაქსიმალურად). გრაფტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროცესია მათი ამოღება, როგორც პროფესიონალის მიერ, ასევე კარგი აპარატურით, რაც ხელს უწყობს მის დაუზიანებლად შენარჩუნებას. ამის შემდგომ ლაბორანტი ამუშავებს თითოეულ გრაფტს გადანერგვამდე. წარმოიდგინეთ რა ოდენობის გრაფტებთან გვაქვს საქმე (ერთ ოპერაციაზე შეიძლება 5000 გრაფტის გადანერგვა მოხდეს), რა უნარები და გაწაფულობაა საჭირო, რომ თითოეული გრაფტი კარგად დამუშავდეს და ამავდროულად ეს ყველაფერი სწრაფად მოხდეს (რაც უფრო ნაკლები დრო არის სადონორო მასალა ორგანიზმის გარეთ, მით უფრო მეტია მათი სისციცხლის უნარიანობის შენარჩუნების პროცენტი).

რა პრობლემები გვხვდება ამ თვალსაზრისით?

სამწუხაროდ ხშირია, როცა ექიმის პროფესიონალიზმი არ იძლევა საშუალებას გრაფტები დაუზიანებლად ამოიღოს, ან შეიძლება ინსტრუმენტის ბრალი იყოს, თუმცაღა შედეგი ერთია: დაზიანებული გრაფტი ვერ ინარჩუნებს სიცოცხლეს. რა თქმა უნდა ამის გარანტია არ არსებობს არსად და ვერავინ დაგპირდებათ რომ არცერთ გრაფტს დააზიანებს, თუმცაღა გაწაფული ხელი მინიმუმამდე ამცირებს დაზიანების რისკს და შესაბამისად დაზიანებულ გრაფტების ოდენობას. მეორეს მხრივ სამწუხარო ფაქტად ფიქსირდება ექიმის სანდოობის ბოროტად გამოყენება, როცა პაციენტი აღიქმება კლიენტად და ნაცვლად გრაფტების საჭიროებისა, ექიმი თავისთვის სასურველ ოდენობას უსახელებს პაციენტს. ეს შეიძლება იყოს მცირე ნამატი, ან უკიდურეს შემთხვევაში დიდი ოდენობის ნამატი, რომელიც აზიანებს როგორც პაციენტის ეკონომიკას ასევე უშედეგო რჩება დამატებითი გადანერგილი გრაფტები. ასევე აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია გრაფტების ოდენობაშიც იცრუოს ექიმმა. ჩვენს კლინიკაში სტანდარტები დაცულია და ყოველთვის პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, სწორედ ამიტომ ჩვენი პაციენტი ყოველთვის კმაყოფილია და კმაყოფილები ვართ ჩვენც.

როგორ უნდა მოხდეს გრაფტების დათვლა რომ არ მოტყუვდეს პაციენტი?

არსებობს გარკვეული სტანდარტები და ექიმის გამოცდილება. რაც უფრო ხარისხიანი აპარატით ტარდება თმის გადანერგვა, უფრო მეტი სიხშირის საშუალებას გვაძლევს აპარატი, თუმცაღა არსებობს დღეისთვის დაშვებული მაქსიმალური სიხშირე. ამავდროულად ექიმმა თავისი პროფესიონალიზმით უნდა შეაფასოს თუ რა სიხშირის გადანერგვა იქნება პაციენტისთვის მაქსიმალურად შესაბამისი, რასაც გამოცდილება ჭირდება გარდა პროფესიონალიზმისა. აუცილებლად ყურადსაღებია ის ფაქტი თუ რა სურს პაციენტს, ვინაიდან ჩვენი მიმართულება ესთეტიური დარგია, პირველ რიგში პაციენტის კარგად მოსმენა და გაგებაა საჭირო. ხშირია შემთხვევები როცა პაციენტმა ზუსტად არ იცის რა სურს, თუმცაღა ჩვენი გამოცდილებით და ჩვენი დამოკიდებულებით ვახერხებთ მათთან ერთად გადავწყვიტოთ რა უნდა იყოს ოპერაციის მიზანი და შესაბამისად შედეგიც. საბოლოო ჯამში ექიმის პატიოსნებასა და გამოცდილება-პროფესიონალიზმზეა დამოკიდეუბლი, რომ პაციენტი მოტყუებული და უკმაყოფილო არ დარჩეს.

რა მეთოდებსა და რა ტექნელოგიებს ფლობს დღეს ჰეალაინი?

ჩვენს კლინიკას გააჩნია მსოფლიოში არსებული ყველა ტექნელოგია, თუმცაღა ჩვენის გააზრებითა და გამოცდილებით უპირატესობას ვანიჭებთ გარკვეულ მეთოდებს. მინდა ავღნიშნო ,რომ ოქროს სტანდარტად აღიარებულია უნაკერო (FUE) მეთოდით თმის გადანერგვა, მათ შორის Advanced FUE. დღეს-დღეისობით არსებობს Strip (ნაკერიანი) მეთოდი, FUE (უნაკერო) მეთოდი, BHT (სხეულიდან გადანერგვა) მეთოდი, გრძელი თმის გადანერგვა LHT( Strip და FUE მეთოდებით). DHI.(იმპლანტერებით თმის გადანერგვა ) თმის გადანერგვა ინტელექუალური FUE მეთოდით. ადგილმდებარეობის მიხედვით შესაძლებელია თმის გადანერგვა თავზე, წარბზე, წამწამზე, წვერზე, ულვაშზე და ასევე ნაწიბურებში( დამწვრობის და ტრავმის შემდგომ). სადონორო მასალის მოპოვება კი შესაძლებელია სხეულის ნებისმიერი ადგილიდან. შესაბამისად ფიქრი იმაზე, რომ სრულიად გამელოტებულ ადამიანს შეუძლებელია თმა გადავუნერგოთ უსაფუძვლოა. ჩვენი კლინიკა სხვა და სხვა ფასებს გთავაზობთ თმის გადანერგვის სხვა და სხვა მეთოდებზე, შეგიძლიათ ფასებს გაეცნოთ საიტზე, ასევე მუდმივად გვაქვს გარკვეული შემოთავაზებები, რომლითაც ნებისმიერს შეგიძლიათ ისარგებლოთ.

ასევე მუდმივად მოქმედებს უპროცენტო განვადებაც.

მსახიობი გოგა ბარბაქაძე ენდობა ჰეალაინს

მასტერშეფი ლევან კობიაშვილი ენდობა ჰეალაინს

საიტის რუკა