PRP | პლაზმოთერაპია | Hairline Int.
პლაზმოთერაპია, PRP თერაპია

პლაზმოთერაპია

PRP თერაპია

უახლესი ინექციური პროცედურაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს თმის ზრდა გავხადოთ ინტენსიური,შევაჩეროთ თმის ცვენა, გავაუმჯობესოთ თმის ხარისხი, ბზინვარება,ელასტიურობა და სიხშირე.

როგორ მუშაობს პლაზმოთერაპია.

ამ პროცედურას საფუძვლად უდევს პაციენტის სისხლის აღების და დამუშავების სპეციალური მეთოდი.

პროცედურის დროს სისხლიდან გამოიყოფა თრომბოციტებით მდიდარი აუტოპლაზმის ინექციური ფორმა, რომელიც შეგვყავს თავის კანის თმიან ნაწილში.

ტრომბოციტული აუტოპლაზმა შეიცავს ზრდის ფაქტორებს მაღალი კონცენტრაციით,ასევე ჰორმონებს, ცილებს, ვიტამინებს ბუნებრივ კომბინაციაში.

ამ კოქტეილის შეყვანა ადგილობრივად იწვევს თმის ფოლიკულების გადართვას „გაცვენის“ ფაზიდან „ზრდის“ ფაზაში.

პლაზმის ურთიერთმოქმედებით უმჯობესდება მიკროცირკულაცია და უჯრედოვანი მეტაბოლიზმი. იზრდება ადგილობრივი იმუნიტეტი, ითრგუნება პათოგენური ფლორა, აქტიურდება თმის ფოლიკულების კვება.

  • პლაზმოთერაპიის უპირატესობები:

  • პლაზმოთერაპიის საშუალებით შესაძლებელია თმა ისევ ლამაზად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს. ნოზოლოგიიდან(დაავადებიდან) გამომდინარე შეიძლება დაინიშნოს 4-6 პროცედურა 2-3 კვირიანი ინტერვალით.
  • მდგომარეობის გაუმჯობესება შეიმჩნევა უკვე მე 5-6 დღიდან.
  • როდის გამოიყენება პლაზმოთერაპია ტრიქოლოგიაში?

  • სუსტი , მტვრევადი, გაყოფილი ბოლოებით თმების მკურნალობისთვის.
  • როდესაც გამოხატულია სებორეა და ქერტლი.
  • თმის ცვენის სამკურნალოდ (ბუდობრივი, დიფუზური, ანდროგენული).
  • თმის სიხშირისა და სტრუქტურის გაუარესების შემთხვავაში.
პლაზმოთერაპია, PRP თერაპია

რადგან აუტოპლაზმოთერაპია უნივერსალური პროცედურაა, მისი შეთავსება შეიძლება სხვა პროედურებთან.

პლაზმოლიფტინგი გამოიყენება კომბინაციაში მეზოთერაპიასთან, ოზონოთერაპიასთან, ლაზერულ სხივებთან, ასევე ისეთ კოსმეტიკურ პრეპარატებთან, როგორიცაა როგაინი და ევკაპილი.

ამ მეთოდს გააჩნია მინიმალური უკუჩვენებები,რომელთა უმრავლესობა გვხვდება ძალზე იშვიათად.
დღეისათვის პლაზმოლიფტინგი ითვლება ყველაზე ეფექტურ, უსფრთხო, თმის სტრუქტურისა და სიხშირის აღსადგენ უნიკალურ საშუალებად.

საიტის რუკა