სამოქალაქო ჩართულობა | ჰეალაინი | თმის გადანერგვა

კომპანია „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“–ის მსოფლმხედველობა

ესთეტიკურ მედიცინაში სამკურნალო–სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა, ჩვენს კომპანიას –დღიდან დაარსებისა–აქვს აქტიური მოქალაქეობის ჩამოყალიბებული დოქტრინა:

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების, მოხუცებისა და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის დახმარების გაწევა.

2. ონკოლოგიური პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მკურნალობაში წვლილის შეტანა.

3. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პროპაგანდა.

4. ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის დაცვის და პროპაგანდის მხარდაჭერა.

5. ხელოვნების , სპორტის პროპაგანდა და ამ სფეროში მოღვაწეთათვის მხარდაჭერა.

დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ საზოგადოებას

„ჰეალაინ ინტერნეიშნლ“–ი აქტიურადაა ჩართული საერთო სოციალური პრობლემების გადაჭრაში,ამ მიზნით 2006 წლიდან პერმანენტულად ვაფინანსებთ სიღარიბის დაძლევისა და გადაუდებელ დახმარებათა ფონდ „ მომავლის გზა“–ს. ეს უკანასკნელი კი დღიდან დაარსებისა(2006წელი)
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ქველმოქმედებას .

დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს

15 თებერვალი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო დღეა.
2012წელს , ამ დღეს –იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში–შეიქმნა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვტა დახმარების საკოორდინაციო ჯგუფი და მოეწერა ხელი მემორანდუმს.საკოორდინაციო ჯგუფში ის ორგანიზაციები და ასოციაციები გაერთიანდნენ რომლებიც წლების მანძილზე უშუალოდ ზრუნავენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე. ამ ღონისძიებას, გარდა საკოორდინაციო ჯგუფის წევრებისა მეგობარი კომპანიის სტატუსით „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“–იც ესწრებოდა და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმსაც მოაწერა ხელი. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა –სიმბოლურად –ცაში გაუშვეს ჰელიუმით გაბერილი საჰაერო ბუშტები,რომლებზეც იმ მხარდამწერი ორგანიზაციის სახელწოდება იყო გამოსახული, რომლებმაც ამ ღონისძიებაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა. მას შემდეგ კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“ პერიოდულად უწევს ფინანსურ დახმარებას ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.

დავამკვიდროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი

2013წლის 8 ივნისს ,ფშავის არაგვზე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ეგიდით გაიმართა პირველი „ბრენდების მარათონი“ ჯომარდობაში.საზოგადოებასთან ურთიეთობის სააგენტო „პროფილის“ ორგანიზებით მოწყობილ მარათონში მონაწილეობას 13 კომპანია იღებდა. აქცია გამოვიდა ღირსეული, სუფევდა ერთსულოვნება და ურთიერთპატივისცემა. „ჰეალაინ ინტერნეიშნლ’–ის გუნდი ეკიპაჟის მხრივ იყო ყველაზე ცნობადი. მართალია გამარჯვება სხვა გუნდს ხვდა წილად, მაგრამ ოლიმპიადაშიც კი მთავარი ღირსეულად მონაწილეობაა.

ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს

„ჰეალაინ ინტერნეიშნლ“–ი 2013წლიდან არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრი–კლასიკური მეგობრის სტატუსით. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვგებულობთ ხელნაწერტა ეროვნული ცენტრის საქმიანობის ერთ–ერთ ფუნდამენტური მიმართულების ფინანსურ მხარდაჭერაში, რომელსაც ეხება:

1. ხელნაწერთა რესტავრაცია;

2. ხელნაწერთა დაცვის პირობების გაუმჯობესება;

3. კერძო კოლექციებში დაცული ხელნაწერების შეძენა;

4. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციის პოპულარიზაცია;

დავეხმაროთ ხელოვნებას

გურამ საღარაძის დაუვიწყარი ხელოვნების უკვდავსაყოფად–ანრი ჯოხაძის მიერ–შექმნილი კიდევ ერთი შესანიშნავი კლიპი ასევე ჩვენი კომპანიის „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“–ის დახმარებით შეემატა ქართული ხელოვნების საგანძურს.

საიტის რუკა