FAQ

მაინტერესებს რა ღირს თქვენთან კონსულტაცია წვერის გადანერგვისთვის?

გადანერგვასთან დაკავშირებით კონსულტაცია უფასოა. დაგვიკავშირდით 230 00 30. 5 93 623262

გამარჯობა ბიჭისთვის დღეში რამდენი ღერი თმის ცვენაა ნორმალური ?

ნორმალურია 100 ღერამდე თმის ცვენა დღეში.

უნაკერო მეთოდით თუ ხდება თმის ამოღება ფეხებიდან და გადანაერგვა თავზე? თუ მხოლოდ თავიდან იღებთ თმას ?

უნაკერო მეთოდით სხეულიდანაც არის შესაძლებელი.

დიაბეტიანისთვის სახიფათოა თმის გადანერგვა?

გლუკოზის მაღალი ტიტრის დროს(მაღალი შაქრის დროს) თმის ძირების(ფოლიკულების) სიცოცხლისუნარიანობა მცირდება, შესაბამისად შედეგი ისეთი კარგი ვერ იქნება.